XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ გერმანელ უფლისწულს კონსტანტინე ოლდენბურგს ქართველი თავადის ცოლი შეუყვარდა. ოლდენბურგი მაქსიმალურად ცდილობდა აგრაფინა ჯაფარიძის გულის მოგებას და ის მალე ცოლადაც შეირთო, მეუღლეს კი სწორედ ზემოთ ხსენებული დიდებული სასახლე აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ოლდენბურგმა შენობა ცნობილ არქიტექტორს, პავლე შტერნს დაუკვეთა. სასახლე 1882 წელს 6 თვეში აუშენებიათ.
1989 წლიდან ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ.
სასახლე-მუზეუმში 10 საგამოფენო დარბაზია. მუზეუმის უნიკალური ექსპონატია ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს ნიღაბი; აგრეთვე, XVII საუკუნის სპარსული მინიატიურები; ქართული თეატრის აბრეშუმზე დაბეჭდილი პროგრამები; თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები; ცნობილ ხელოვანთა პირადი არქივები; ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში 300 ათასზე მეტი ექსპონატია, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ქართული თეატრის, მუსიკის, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებაზე.
საგამოფენო დარბაზები მუშაობს ყოველდღე, 10:30-იდან 18:00 საათამდე.