KA
Khvanchkara Wine Monument

ხვანჭკარას ძეგლი

ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელიც მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით, თუმცა ეს ყველაფერი არაა. დღესდღეობით მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი მუქი ლალისფერი, ხავერდოვანი ღვინო „ხვანჭკარა“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ პატარა მიკროზონაში გახარებული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან ყენდება. 
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

სად მდებარეობს ხვანჭკარის ძეგლი

ამბროლაურში დღეს ხვანჭკარის ძეგლიც დგას. უზარმაზარი ღვინის ბოთლის ნახვა ქალაქის ერთ-ერთი მოედანზე შეგიძლია. ხვანჭკარა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელსაც ჰქვია და ეს „ნათლობაც“ დიმიტრი ყიფიანთან არის დაკავშირებული. 

რა არის განსაკუთრებული ხვანჭკარას ღვინოში?

ხვანჭკარა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის დასახელებაა. ეს ხავერდოვანი სადესერტო ღვინო ყენდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია სოფელ ხვანჭკარას ირგვლივ მდებარე მიკროზონაში. ეს ასამბლაჟი შექმნეს მე-19 საუკუნის ბოლოს ადგილობრივმა თავადებმა ლუარსაბ და დიმიტრი ყიფიანებმა. თავდაპირველად ღვინოს ერქვა „საკიფიანო“.

1907 წელს ღვინის ვაჭრებმა ნესტორ წერეთელმა და ვარლამ პაპუაშვილმა ყიფიანის მამულში დაყენებული ღვინო ბელგიის ღვინის ექსპოზე გაგზავნეს და მას გრან პრი მიენიჭათ.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა რეჟიმმა ღვინის წარმოება მოახდინა ინდუსტრიალიზაციაზე, მათ დაარქვეს ღვინოს იმ სოფლის სახელი, სადაც საუკეთესო ალექსანდროული და მუჯურეთული იზრდებოდა, რათა ხალხის მეხსიერებიდან წაეშალათ ყიფიანების სახელი.

დღეს ამბროლაურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი მარანი ფუნქციონირებს და ცნობილ ღვინოს ხვანჭკარას სახელწოდებით აწარმოებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა