KA
Khikhani Fortress

ხიხანის ციხე

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ციცაბო კლდის წვერზე შუა საუკუნეების ძეგლი - ხიხანის ციხე დგას. ისტორიული შენობა ახლა უმეტესად დანგრეულია, თუმცა შემონახულია ოთხი კოშკი, გალავანის ნაწილი, ეკლესიის, მარნის და სხვა შიდა ნაგებობების ნაშთები.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

ხიხანის ციხის ისტორია

მეცნიერების ვარაუდით, ძეგლი X-XIII საუკუნეებს ეკუთვნის. ხიხანს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - ზღვის დონიდან 2236 მ სიმაღლიდან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა და ომიანობის დროს ქართველი დიდებულების თავშესაფარიც იყო.    

ლეგენდის თანახმად, ციხის გადმოღმა, მთისუბანში, არის გვირაბი - საიდუმლო გზა ხიხანიდან ზარზმამდე, რომელსაც სხალთის მონასტერში სალოცავად წასასვლელად თამარ მეფე იყენებდა. ციხესიმაგრის აგებაც, თქმულების თანახმად, თამარ მეფეს უკავშირდება, ამიტომაც მას თამარის ციხედაც მოიხსენიებენ.  

ადგილი, სადაც ლეგენდები და ისტორიები ცოცხლდება, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისა და მოლაშქრეებისთვისაც საინტერესოა, რადგან აქ ამოსასვლელად კილომეტრნახევრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლაა საჭირო. ბილიკი ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე იწყება და 2220 მ სიმაღლემდე ადის.  

ციხე, რომელიც მრავალი საუკუნის ისტორიას ითვლის და ბათუმიდან 110 კმ-შია, ნებისმიერი მნახველისთვის საინტერესო იქნება. ამიტომ, თუკი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მონახულებას გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში ხიხანი უთუოდ უნდა შეიტანო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა