KA
Jaji Lake

ჯაჯის ტბა

მესხეთში სამოგზაუროდ წასულს არც ეს ულამაზესი ადგილი - ჯაჯის ტბა არ გამოგრჩეს. ის მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2655 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ადიგენი

ტბის ფართობი - 1 ჰექტარს, ხოლო სიღრმე 5 მეტრს აღწევს. გამჭვირვალე და მტკნარი წყალი არსად არ გაედინება და ძირითადად თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს.  

ტბასთან მისვლა შეგიძლია როგორც აბასთუმნიდან, ისე სოფელ დერცელიდან ან ფერსათის პლატოდან. თუკი მანქანით ხარ, აჯობებს, სოფელ დერცელის საზაფხულო ფერმები ან ფერსათის პლატოს მარშრუტი აირჩიო. ეს გზები გაცილებით მოკლეა, ვიდრე აბასთუმნის გზა. 

ტრანსპორტით აბასთუმნის ობსერვატორიამდე მისვლაც საკმაოდ იოლია, შემდეგ კი გზას ქედზე მიმავალი ბილიკით განაგრძობ. ირგვლივ ულამაზესი ხედებია და ვერც კი მიხვდები, როგორ მიხვალ ულამაზეს ჯაჯის ტბამდე. 

ტბა სამ მუნიციპალიტეტს - ადიგენს, ჩოხატაურსა და ვანს ესაზღვრება. ტბას მეფისწყაროს სახელით ცნობილი მწვერვალი ამშვენებს, რომლის სიმაღლეც 2850 მეტრს აღწევს. თუკი იქ ახვალ, შენ თვალწინ იმერეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ულამაზესი ხედები გადაიშლება. 

ჯაჯის ტბისკენ სალაშქრო სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან იწყება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა