საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Juta - Chiukhi

ჯუთა–ჭაუხები

ტურისტული მარშრუტებით დახუნძლულ საქართველოში ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულება ხევი, სტეფანწმინდა და მისი შემოგარენია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
ჯუთა

როგორ უნდა მოხვდე ჯუთაში?

დედაქალაქ თბილისიდან სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 120 კილომეტრში მდინარე სნოს ხეობა შეგხვდება, რომელიც შენგან მარჯვნიდან ჩამოედინება და თერგს უერთდება. აქვეა გადასახვევი ხეობაში. ჯერ სოფელ სნოში შეხვალ, შემდეგ კი მაღლა, მთებში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე შეფენილ პატარა სოფელ ჯუთაში ახვალ.

აქ, 2014 წლის აღწერით, მხოლოდ 26 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამადაც ზამთარში აქ რამდენიმე ოჯახი რჩება, ზაფხული კი ხალხმრავალია - ბარიდან ადგილობრივებიც ადიან და ტურისტიც ბევრი სტუმრობს. 

ინფრასტრუქტურა ისეთივეა, როგორიც საუკუნეების წინათ იყო, თუ არ ჩავთვლით ელექტროენერგიასა და კიდევ სხვა დეტალებს.

ჯუთა ბოლო სოფელია, საიდანაც ბილიკი ჭაუხებისკენ წაგიყვანთ – ალესილი კლდისკენ, რომელიც ერთი შეხედვით მიუვალად მოგეჩვენებათ, მაგრამ გამოცდილი მთამსვლელის თანხლებით ახალბედა მოყვარულებსაც შეუძლიათ ჭაუხების ამ საოცარი კლდოვანი მწვერვალის დაპყრობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 3 842,5 მეტრია, თუმცა არსებობს სხვა მწვერვალებიც, რომლებიც ჭაუხების სახელითაა ცნობილი.

ჭაუხებზე ასვლისას ცაში არწივებსა და სვავებს შენიშნავ, რაც დიდებული სანახაობაა. როდესაც მწვერვალს მიუახლოვდები, აღმოაჩენ, რომ ღრუბლებზე მაღლა ხარ და ეს ემოცია ერთხელ მაინც აუცილებლად დაგაბრუნებს აქ.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა