4GB პიონერი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის სახელობის ყოველწლიური ფესტივალია. ის პირველად 2011 წელს ჩატარდა და ამ წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. ფესტივალი ყოველ წელს, მაისში, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში იმართება და რამდენიმე დღე გრძელდება.
პირველი 4GB-დან დღემდე ფესტივალის ჰედლაინერი გერმანელი არტისტი Michael Mayer-ია. სხვადასხვა დროს კი ფესტივალზე უკრავდნენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო არტისტები, როგორებიც არიან: Superpitcher, Radio Slave, Pachanga Boys, Footprints, Coma, DJ Koze, Matias Aguayo, Matthew Herbert, Jeff Mills და სხვა.
4GB-ის გასაშუქებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოდიან ფოტოგრაფები და ჟურნალისტები. ამ ფესტივალს ესწრებიან როგორც ელექტრონული მუსიკის მოყვარულები, ისე ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი თავშეყრის ადგილებს პოზიტიური ენერგიების გასაცვლელად, მეგობრების სანახავად და დაუვიწყარი ემოციების შესაგროვებლად სტუმრობენ.