სასტუმრო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. ის მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.
სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.
სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა — ბორჯომის პარკი. თავად სასტუმროს ინფრასტრუქტურა კი იდეალურია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ხანგრძლივად დასვენებისთვის. გაითვალისწინე, რომ ამ ადგილს მცირე ხნით, მყუდრო გარემოში სამუშაოდაც შეგიძლია ესტუმრო.