KA
Nunisi Forest Hotel & SPA

Nunisi Forest Hotel & SPA

საქართველოს მრავალფეროვან კურორტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელო კომპლექსია Nunisi Forest Hotel & SPA, რომელიც კურორტ ნუნისში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
რეგიონი
იმერეთი
კურორტი
ნუნისი

რით არის განსაკუთრებული Nunisi Forest Hotel & SPA?

ნუნისი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი და მის უნიკალურობას ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი განსაზღვრავს - სამკურნალო (ბალნეოლოგიური) წყლისა და ჰავის შერწყმა, რომელსაც შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე ქმნის.

თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით ნუნისის წყალს  მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. აქ დასვენება სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვული აშლილობით გამოწვეული პრობლემები აწუხებს. ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. ზვარეს წყალი, რომელიც კურორტის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა, საუკეთესოა დაბალი მჟავიანობის დასაბალანსებლად.

როდის უნდა ესტუმრო Nunisi Forest Hotel & SPA-ს?

Nunisi Forest Hotel & SPA-ში დასვენება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, აქაურ ჰაერს განსაკუთრებით კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

კურორტი მრავალფეროვან პროგრამებს გთავაზობს - პოსტკოვიდურ რეაბილიტაციას, წონის კორექციას, იოგას, სპორტულ პროგრამასა და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა