KA

ალგეთის წყალსაცავი

თბილისიდან ქვემო ქართლის მიმართულებით, 55 კილომეტრში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, 2,3 კვ.კმ ფართობზე წყალსაცავია გადაშლილი.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

2012 წელს ადგილობრივებმა ალგეთის წყალსაცავის სიახლოვეს შემთხვევით ადამიანის თავის ქალა იპოვეს. მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავის ქალა 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც, სავარაუდოდ, V-VI საუკუნეების მკვიდრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური კვლევების შედეგად არაერთი სამარხი და ნამოსახლარია აღმოჩენილი, რაც საფუძვლიან ვარაუდს ბადებს იმისა, რომ აქ შუა საუკუნეებში დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყო. 

სიგრძით 4,2 კმ და სიგანით 1,2 კმ წყალსაცავი სოფელ ტბისისა და კუმისის ირიგაციას უზრუნველყოფს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა