ქრისტეს პირველი მოციქული - ანდრია ევროპაში ქრისტიანობის გასავრცელებლად სწორედ აჭარიდან შევიდა. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ანდრიამ ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ შეისვენა, კლდიდან ჩანჩქერმა იფეთქა და მოციქულს წყურვილი მოუკლა. ამ ჩანჩქერს „ანდრიას ჩანჩქერი“ დაერქვა და ახლაც, XX საუკუნის შემდეგ, ისევე აგრილებს მოგზაურებს, როგორც მაშინ - ანდრია პირველწოდებულის დროს.
თქმულებამ „ანდრიას ჩანჩქერზე“ საუკუნეებში იმოგზაურა და ჩანჩქერთან მის ქანდაკებაში გამოისახა. ანდრიას ქანდაკება მონოლითური ძეგლია და მოციქულის მკაცრ, ძლიერ და სიყვარულით აღსავსე ბუნებას გადმოსცემს. იქვეა ქვისგან თლილი ტახტი, სადაც მნახველებს ჩამოჯდომა და ფოტოს გადაღება შეუძლიათ - სამახსოვრო წარწერით: „ქრისტეს მოციქულმა ანდრიამ პირველად ქრისტიანობა აქ იქადაგა“.
მსგავს ადგილს მსოფლიოში ვერ იპოვი და ის აუცილებლად უნდა მოინახულო.