არშა ერთ-ერთი უძველესი სოფელია ყაზბეგში და საუკუნეების წინათ სტრატეგიული ობიექტიც კი იყო. ამის დასტური არშის ისტორიული ციხეა, რომელიც დღეს მხოლოდ ნანგრევების სახით არის შემორჩენილი.
სოფლიდან პირველ ჩანჩქერამდე დაახლოებით 1.5-კილომეტრია. მისგან ცოტა მოშორებით, 10-15 წუთის სავალზე კი დიდი სიმაღლიდან ეშვება მეორე ჩანჩქერი, რომელსაც ქალის თმას უწოდებენ, რადგან ის მართლაც წააგავს ქალის გაშლილ თმას. მართალია, მასთან მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, რადგან აღმართებსა და გაუკვალავ ბილიკზე, მაღალ ბალახებში მოგიწევს სიარული, მაგრამ ჩანჩქერს რომ მიუახლოვდები, მისი ველური სილამაზე და ყინულივით ცივი წყლის შხეფები დაუვიწყარი ემოციას მოგანიჭებს.