შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით ნაგები მთის ქვემოთ წიფლის ტყეა, კალთები კი ალპური და სუბალპური მდელოებითაა დაფარული. ნისლში გახვეული მთიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება. ულამაზეს ბუნებას მთის სუფთა ჰაერიც შეგაგრძნობინებს.
ტყეში ხეტიალის მოყვარულთათვის ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქრო ზონაა. წელიწადის ყველა სეზონზე აქ მცირედი თოვლი მაინც დაგხვდება, რაც სანახაობას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.
ლაშქრობა შეგიძლია ქვემო ქართლიდან, კლდეკარიდან დაიწყო და არჯევნის მთის გავლით შიდა ქართლში, ატენის ხეობაში დაეშვა. გზად VIII-IX საუკუნეების არქიტექტორულ ძეგლს, კლიკის ჯვარსაც ნახავ.