KA
Askhi Massif

ასხის მასივი

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისიდან 38 კმ-ში, ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარეებს - ტეხურსა და ცხენისწყალს შორის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული, ასხის სუბალპური მთის მასივი მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

რა უნდა იცოდე ასხის მასივის შესახებ?

მისი უმაღლესი წერტილი მწვერვალი გადრეკილია, რომლის სიმაღლე 2520 მ-ს აღწევს. მასივის კალთები, ზღვის დონიდან 1800 მეტრ სიმაღლემდე წიწვოვანი ტყითაა დაფარული, ხოლო გლუვზედაპირიანი ბორცვები ივნისის პირველ ნახევრამდე თოვლშია ჩაფლული. ივნისის შემდეგ ეს ადგილი საზაფხულო საძოვრებად გამოიყენება.

ასხის მასივი შესანიშნავი ადგილია ლაშქრობისთვის, რომელსაც განსაკუთრებული ლანდშაფტი და გამორჩეული ხდები კიდევ უფრო სთამბეჭდავს და დაუვიწყარს ხდის. ასხის მთაზა გამავალი ყველაზე პოპულარული საფეხმავლო ბილიკი სოფელ ზუბს და სოფელ ქულბაქს აკავშირებს ერთმანეთს. 

რით არის უნიკალური ასხის მასივი?

ასხის მთა სპელეოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა - აქ 80-ზე მეტი კარსტული მღვიმეა, სადაც ულამაზეს სტალაქტიტებსა და ბუნებრივ სვეტებს შეხვდები. ასხის მასივში ნახავ მღვიმეებს, რომლებიც ბუნებრივი საყინულეებია. ზოგის ფსკერზე მიწისქვეშა წყლების ნაკადი გაედინება და გარეთ ულამაზეს ჩანჩქერებად გადმოდის. მღვიმეები ერთმანეთს გვირაბების რთული სისტემით  უკავშირდება, რომელთა სიგრძე 15 კმ-ზე მეტია. 

ასხის მასივის კარსტული მღვიმეები

აქ, ზოგიერთ კარსტულ მღვიმეში, ქვის ხანის ადამიანის ცხოვრების კვალსაც შეხვდები. აქვე აღმოჩენილია უძველესი ცხოველების ნაშთიც. უფრო გვიანდელ პერიოდში კი მღვიმეები თავშესაფრებისა და ციხესიმაგრეების ფუნქციას ასრულებდა. ამ მასივიდან სათავეს იღებს მდინარე ოკაცე, რომელიც იმერეთის რეგიონში ყველაზე მაღალ, 70 მეტრი სიმაღლის ულამაზეს წყალვარდნილს ქმნის და კინჩხის ტაფობში ეშვება. 

ასხის მასივის გასაოცარი ხედები

ხედები, რომელიც ასხის მასივიდან ჩანს გასაოცარია. სუბალპური და ალპური მწვანე მდელოებით დაფარულ მასივის ფერდობებს, ალაგ-ალაგ თოვლის სითეთრე ეპარება. ქვემოთ წიფლის ტყეები ჩანს, ზემოთ - ღრუბლებში მოცურავე ულამაზესი ცა. ჰაერი კი სუფთა და კამკამაა. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა