KA

ატენის სიონი - დამჩქერას ჩანჩქერი

საქართველო მოლაშქრეებს განსაკუთრებულად იზიდავს, რადგან აქ უამრავ ხელუხლებელ ბუნების ძეგლს შეხვდები და ქვეყნის ულამაზესი ბუნების წყალობით განუმეორებელი შთაბეჭდილებებითაც აივსები. თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრ ისეთ ადგილსაც იპოვი, რომლებიც მსუბუქი ლაშქრობის მოყვარულებს არანაკლებ საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება. სწორედ ასეთია ტყეში ჩაფლული, ულამაზესი დამჩქერას ჩანჩქერი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 880 მეტრზე. გზად კი ატენის სიონია, VII საუკუნის ტაძარი და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

ატენის სიონი - დამჩქერას ჩანჩქერის მარშრუტი

მარშრუტი შიდა ქართლიდან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან იწყება. ეს სოფელი მდინარე ტანის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ქალაქ გორიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. ატენის სიონამდე სამანქანო გზით მიხვალ. ტაძრიდან დამჩქერას ჩანჩქერამდე კი ტყის ბილიკს გაუყვები.

ატენის სიონი

ატენის სიონი ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ინტერიერი XI საუკუნეში ხელახლა მოუხატავთ, თუმცა ალაგ-ალაგ უძველესი დეკორის ფრაგმენტებსაც ნახავ. ის VII საუკუნის პირველ ნახევარში ნაგები ჯვარგუმბათოვანი ტაძარია და ფორმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვარს. საშენ მასალად გამოყენებულია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრები.  ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და ფრესკებზე ღვთისმშობლის სახესა და მისი ცხოვრების სცენებს მთავარი ადგილი უჭირავს.

დამჩქერას ჩანჩქერი

ატენის სიონის შემდეგ მდინარე ტანის მარცხენა ნაპირს, სიმწვანეში ჩაფლულ ხეობას უნდა გაუყვე და გზა დამჩქერას ჩანჩქერთან მიგიყვანს. აქ პატარა ჩანჩქერის მიმდებარედ საპიკნიკე ადგილებსაც მრავლად შეხვდები და ადგილობრივი ბუნების მშვენიერება ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად გექცევა

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა