KA

ბეშთაშენის ჩანჩქერი

ბეშთაშენის ჩანჩქერი ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში, სოფლის განაპირას, ზღვის დონიდან 1554 მეტრზე მდებარეობს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
წალკა

ამ ლამაზ ჩანჩქერს მდინარე ჩილჩილი წარმოქმნის. ბეშთაშენის ჩანჩქერის სიმაღლე სულ რამდენიმე ერთეული მეტრია, თუმცა მთის მდინარის კამკამა წყალი და ლოდების საფეხურებზე გადმოტყორცნილი წყლის ხმაური ირგვლივ ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

ჩანჩქერი ყველაზე წყალუხვი გაზაფხულზეა. ის წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია. აგვისტოდან კი წყლის დონე იკლებს. 

თავად ბეშთაშენი უძველესი სოფელია. სოფელში ციკლოპურ ნაქალაქარსაც ნახავ, რომელსაც 30 ჰა ფართობი უკავია. აქ შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებსაც შეხვდები: წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის ეკლესიებსა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა