KA
Bugdasheni Managed Reserve

ბუღდაშენის აღკვეთილი

ბუღდაშენის აღკვეთილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

ჯავახეთის ეროვნული პარკი ცნობილია თავისი ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით. ბუღდაშენის აღკვეთილის საერთო ფართობი 126 ჰექტარია. მისი ნაწილია ბუღდაშენის ტბა, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაშია შეტანილი.

ტბა ზღვის დონიდან 2040 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, ზედაპირის ფართობი 0,39 კმ²-ია, ტბა მეჩხერია - წყლის მაქსიმალური სიღრმე 0,85 მეტრია, ტბის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მდინარე ბუღდაშენი გამოედინება.

ამ ტერიტორიას წყალმცურავი გადამფრენი ფრინველები დასასვენებლად და საკვებად იყენებენ. შესაბამისად, ეს იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. 

ბუღდაშენის ტბისკენ მიმავალი მარშრუტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის ცენტრიდან იწყება, ბუღდაშენის ტბის ნაპირებს მიუყვება და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურისკენ მიემართება. გორელოვკიდან ტბამდე მანძილი, სულ რაღაც, 2 კმ-ია. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ადგილიც.

ტბაზე ნავით გასეირნებაც შესაძლებელია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა