სანატორიუმში შეგიძლია, ექიმის ზედამხედველობით ჩაიტარო ბალნეოლოგიური და სპა პროცედურები, სხვადასხვა სახის მასაჟი, მიიღო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და ქვიშის აბაზანები.
სასტუმროდან 2 წუთის სავალზეა ზღვა, სადაც 250 მ სიგრძის კეთილმოწყობილი პლაჟი დაგხვდება.
„კოლხიდაში“ ყველა პირობაა სრულყოფილი დასვენებისთვის - კომფორტული ნომრები, რესტორანი, საბილიარდო, აუზი, 3 ჰექტარზე გაშენებული საკუთარი, კეთილმოწყობილი ეზო.
შენობაში შესასვლელად მოწყობილია პანდუსები.
დამსვენებლებისთვის, მათი სხვადასხვა ინტერესისა და გემოვნების გათვალისწინებით, მრავალფეროვანი აქტივობებიც ეწყობა: სპორტული თამაშები, ნეპტუნის დღესასწაული და დისკოთეკა;
ბუნების მოყვარულებისთვის ეწყობა ექსკურსიები კოლხეთის ეროვნულ პარკში;
თევზაობის მოყვარულთათვის მეთევზის დღეებია გამოყოფილი; კემპინგებისა და ოჯახური პიკნიკებისათვის გათვალისწინებულია გასვლები გურიის ეგზოტიკურ ადგილებში.
სასტუმროს აქვს სათანადოდ აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი 150 ადამიანზე და მოლაპარაკებათა ოთახები ბიზნესშეხვედრებისთვის; აგრეთვე, საბანკეტო და მიღების დარბაზები;
ასევე, სასტუმრო გთავაზობთ სატრანსპორტო მომსახურებას.
„კოლხიდა“ ურეკის რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალზეა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათი დაგჭირდება, ქუთაისის აეროპორტიდან კი - 1 საათი და 20 წუთი.