KA
Gvara fortress

გვარას ციხე

გვარას ციხე, რომელიც მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავთან, მდინარის დონიდან 50 მეტრი სიმაღლის სერზეა აშენებული, განსაკუთრებით საინტერესოა ექსტრემალური ლაშქრობების მოყვარულთათვის. წინა ფეოდალური ხანის ეს ციხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 30 კმ-ით დაშორებულ მაჭახელას ეროვნულ პარკში მდებარეობს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

გვარას ციხის სტრუქტურა

გვარას ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეს მცირე ვაკეა, ხოლო დანარჩენი მხარეები მიუვალია. ციხე XI საუკუნიდან XX საუკუნის I ნახევრამდე ფუნქციონირებდა და, მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო, მდინარე ჭოროხისა და მაჭახლისწყლის ხეობაზე გამავალი გზების მაკონტროლებელ ფუნქციას ასრულებდა. 

გვარას ციხე, რომლის გალავნის სიმაღლე სამიდან ექვს მეტრამდეა, 150 კვ.მ ფართობზეა აშენებული. მასში შემორჩენილია ორი სათავსო ნაგებობა და ჭა, რომელიც დღემდე კარგადაა შემონახული. საინტერესოა, რომ ციხეში შესასვლელი ქვის კიბე ან კარი დღემდე არ არის ნაპოვნი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ციხეში ხის კიბით ადიოდნენ.  

ციხის ტერიტორიაზე ჩნდება კერამიკის ფრაგმენტები. მათი უმრავლესობა კრამიტისა და ქვევრების ნატეხებია, რომლებიც დაახლოებით XI საუკუნით თარიღდება.

მიუხედავად იმისა, რომ გვარას ციხე სრული სახით აღარ არსებობს, უძველეს ისტორიასთან მიახლება და იმ ენერგიის შეგრძნება, რომელიც ამ მაღალი გალავნის მიღმაა, მაინც დაუვიწყარ ემოციებს იწვევს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა