KA
Tbilisi Sulfur Baths

გოგირდის აბანოების კომპლექსი

როდესაც თბილისს ესტუმრები, აბანოთუბანი აუცილებლად უნდა მოინახულო, თუმცა ამ ისტორიული უბნის მხოლოდ მონახულება არ კმარა - გოგირდის აბანოებითაც უნდა ისიამოვნო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს თბილისის გოგირდის აბანოები?

აქაური მექისეები ერთიანად გამოდევნიან შენი ორგანიზმიდან სტრესსა და ტოქსინებს და სისხლს ახალი ძალით აამოძრავებენ, გოგირდით გაჯერებული ორთქლი კი ბრონქებსა და ფილტვებს გაგიწმენდს და სხეულს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოგიმზადებს. 

ძველად აბანოში მიდიოდნენ და საათობით რჩებოდნენ. ეს ურთიერთობების ადგილი იყო. მეტიც, სადედამთილოები აქ სარძლოების გარეგნობასაც ამოწმებდნენ. მაშინდელი აბანოები ახლაც ფუნქციონირებს და დიდი დატვირთვით მუშაობს.

აბანოთუბანში 5 აბანოა: ჭრელი აბანო, აბანო #5, მეფე ერეკლეს გოგირდის აბანო, სამეფო აბანო და გულოს აბანო. 

გამორჩეული არქიტექტურის მქონე ჭრელი აბანო თბილისში XVII საუკუნიდან დგას. აქ, ტრადიციულ ქისასთან ერთად, სხვადასხვა მასაჟსაც შემოგთავაზებენ; ფერადი მოზაიკით მოხატული უნიკალური ინტერიერით დაგატყვევებს აბანო #5, სადაც ქისა და კარგი მომსახურება დაგხვდება. 

გამორჩეული აუზის გამოყენებას შეძლებ მეფე ერეკლეს გოგირდის აბანოში; სამეფო აბანოს ულამაზესი ქვებით მორთული კედლები კი თითქოს წარსულში გადაგიყვანს. აქვეა გულოს აბანოც, რომლის საფირმო მურაბა და ჩაი სტინგსაც კი დაუგემოვნებია.   

     

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა