KA
The Ancient Settlement of Gogichaant Ghele (Nadikrebi)

გოგიჩაანთ ღელე (ნადიქრები), უძველესი ნამოსახლარი

თუ უძველესი ნამოსახლარებით ხარ დაინტერესებული, საქართველოში მოგზაურობისას სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან არსებულ გრანდიოზულ არქეოლოგიურ ობიექტს - გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარს აუცილებლად უნდა ეწვიო.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

ნადიქრების ნამოსახლარის ისტორია

ეს ქვის დარბაზები მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს  - წინაქრისტიანულსა და ქრისტიანულს მოიცავს.

ლოდოვანი წყობით ნაშენი მეგალითური ნაგებობები, თავისი მონუმენტურობითა და მშენებლობის ტექნიკით, შუა საუკუნეების (XI-XIII სს) საერო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. 

სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ფუნქციურად არის განაწილებული - სამეურნეო, საცხოვრებელი და საკულტო. სამეურნეო ნაგებობებში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ყურძნის დასაწური საწნახლები, ჭაჭის საწურები, ზეთის სახდელი მოწყობილობები, ბოსელი, მარცვლეულის ხაროები და საცხოვრებელი სივრცეები. 

სავარაუდოდ, ამ ადგილას ადგილობრივი მდიდარი ფეოდალის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სტრუქტურის კომპლექსები საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ხშირად გვხვდება, თუმცა ჭობისხევის „დარბაზები“ თავისებური მშენებლობის ტექნიკითა და მასშტაბით გამოირჩევა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა