აღმოჩენა, რომელიც 2008 წელს გზატკეცილზე მუშაობისას გაკეთდა, მრავალფენოვანი ნამოსახლარი და სამაროვანია. სავარაუდოდ, ამ გორაზე ადამიანთა კვალი ძვ.წ. II-I საუკუნეებში წყდება. მოპოვებულია უფრო ძველი მასალაც. აღმოჩენილია ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი, რომელსაც ორი საკურთხეველი აქვს.
ერთ-ერთ პოსტამენტზე უცნობი დამწერლობის ნიმუშსაც მიაკვლიეს. ეს საქართველოში აღმოჩენილი უძველესი წარწერაა და აქ დამწერლობის 2 700-წლიანი კულტურის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი. აშშ-ის მაიამის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, წარწერა ძვ.წ. XI-X საუკუნეებისაა.
აქ აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის აღსანიშნავია, აგრეთვე, უძველესი მინიატიურული ქვევრები და დოქები.
ვიზიტორთათვის აქ მოწყობილია სპეციალური პავილიონები სადაც შესაძლებელია გათხრების დროს გამოვლენილი ნამოსახლარის დათვალიერება.
2015 წლის 19 მარტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გრაკლიანის გორას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.