KA

გუდანი-უკანხადუ-ტანიეს ტბა

ხევსურეთი - საქართველოს ეს ზღაპრული მხარე, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე მდებარეობს, იზიდავს ყველას, ვისაც ხელუხლებელი ბუნება, თავგადასავლები და უძველესი რიტუალები აინტერესებს. სალაშქრო მარშრუტები აქ მრავლადაა. მათ შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავია გუდანი-უკანხადუ-ტანიეს ტბა - ამ გზას ერთ დღეში გაივლი.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

სოფელი გუდანი

სალაშქრო ბილიკამდე მისასვლელად ჯერ სოფელ გუდანიდაში მოხვდები, რომელიც ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარე ეს სოფელი ხევსურეთის ფუძეა. სწორედ აქ იქმნებოდა დღევანდელი ხევსურეთის ტრადიციები, სამოსი და წეს-ჩვეულებები. ამ სოფელში აუცილებლად უნდა ნახო ხევსურეთის მთავარი სალოცავი - გუდანის ჯვარი, რომელიც მოლაშქრე ღვთაების სახელს უკავშირდება. 

სოფელი უკანხადუ 

გუდანიდან გრუნტის გზით თითქმის დაცარიელებულ სოფლებს გაივლი - ბაცალიგოსა და ატაბეს და უკანხადუში მიხვალ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზეა.

გუდანის და უკანხადუს დამაკავშირებელი 11 კიმომეტრიანი გრუნტის გზა მაღალი გამავლობის ავტომობილით უნდა დაფარო.

სალაშქრო ბილიკი სოფელ უკანხადუში იწყება. ბილიკი დასაწყისში საშუალო სირთულისაა შემდეგ ნელ-ნელა რთულ კატეგორიაში გადადის და დაახლოებით, 5 კმ-ის გავლის შემდეგ ტანიეს უღელტეხილზე ახვალ, 

რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3,040 მეტრ სიმაღლეზეა. ის კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარეობს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სალაშქრო ზონად მიიჩნევა. აქედან გასაოცარი პანორამაა პირაქეთა ხევსურეთსა და მდინარე ხევსურეთის არაგვზე.

ტანიეს ტბა

უღელტეხილიდან გზა ქედს აღარ გაუყვება, ჩრდილოეთით გრძელდება და ტანიეს ტბისკენ იწყებს დაშვებას. ბილიკი ორ ბუმბერაზ მთას შორის გაივლის და 5,5 კილომეტრის დაფარვის შემდეგმოქცეულ, გულის ფორმის, ტანიეს ტბასთან ჩაგიყვანს, რომლის ირგვლივაც შესანიშნავი საბანაკე ადგილებია. ამ მარშრუტზე სალაშქრო სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა