KA
Didi Abuli Mountain - Highest Peak of Samtskhe-Javakheti

დიდი აბულის მთა - სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი მწვერვალი

დიდი აბული საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე თავგადასავლების მაძიებლებისთვის შეიძლება ნამდვილ აღმოჩენად იქცეს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

მდებარეობა

დიდი აბული ჩამქრალი ვულკანია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, სამსრის ქედზე მდებარეობს. მისი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 3301 მეტრია, სამხრეთ საქართველოს უმაღლესი წერტილია. 

როგორ მოხვდები მთასთან?

მთის ძირამდე მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ, მწვერვალამდე ფეხით ასასვლელად კი დაახლოებით 2 საათი დაგჭირდება. აქედან შენ წინაშე ჯავახეთის ზღაპრული ხედები გადაიშლება. ალბათ, საქართველოში არ არსებობს ადგილი, სადაც ერთი მთის მწვერვალიდან ამდენი დიდი თუ პატარა ტბა მოჩანს: ფარავნის ტბა, აბულის ტბა, საღამოს ტბა, ტაბაწყურის ტბა და ლევანის ტბა.

ჯავახეთი ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში, აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 5.3°C-ია; გვიან გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად წვიმს. ზაფხულში წვიმა, მართალია, ხანმოკლეა, მაგრამ ძლიერი, ჭექა-ქუხილითა და სეტყვით. სალაშქრო სეზონი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომაა, თუმცა შეიძლება, მთისკენ მიმავალ გზაზე დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს  ამინდი. ამიტომ სალაშქროდ ამის გათვალისწინებით მოემზადე.

ჯავახეთის უმაღლეს მწვერვალს ყველა სეზონზე თავისი ხიბლი აქვს და აბულის მთაზე ასვლას ექსტრემალები ზამთარშიც ბედავენ, როცა ირგვლივ მხოლოდ თოვლი და ნისლია და მგლის ყმუილიც კი ისმის, ხშირად ქარბუქია და ის ულამაზესი ტბებიც გაყინულია. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა