KA
"Experimentorium" - Museum of Entertaining Science

„ექსპერიმენტორიუმი“ - გასართობი მეცნიერების მუზეუმი

„ექსპერიმენტორიუმი“ ყველაზე უჩვეულო მუზეუმია და აქ ნამდვილად საოცარი თავგადასავალი გელის. ის თბილისში, პარლამენტის შენობის უკან მდებარეობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ „ექსპერიმენტორიუმში“?

„ექსპერიმენტორიუმი“ 2016 წელს დაარსდა და მისი ექსპონატები მნახველს ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ანატომიისა და ქიმიის რთული კანონების ადვილად გაგებაში ეხმარება. 

აქ შეგიძლია, თავი ნამდვილ მეცნიერად იგრძნო, ყვირილის ძალა გაზომო, ბურთი საკუთარი ენერგიით დამუხტო, ლურსმნებიან სკამზე დაჯდე, მეგობარი ჰაერში ასწიო, ელვა ხელით დაიჭირო და თავი როკვარსკვლავად იგრძნო. 

„ექსპერიმენტორიუმში“ ვერასდროს გაიგებ ფრაზებს: „ნუ ცელქობ“, „ნუ ყვირი“, „ჩუმად იყავი“. ყველაფერი ეს დასაშვებია და სწორედ ამიტომ მოსწონთ ეს ადგილი პატარებს ყველაზე მეტად. 

მუზეუმის ინტერაქციული საგამოფენო სივრცე და აქტივობები მშობლებისა და ბავშვების მეტად დაახლოების საშუალებასაც იძლევა. 

ეწვიე ამ უჩვეულო ადგილს და ნახე, როგორი შეიძლება იყოს გასართობი მუზეუმი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა