KA
Vani Archaeological Museum

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

გსმენია მითი ოქროს საწმისის შესახებ? იმ ოქროს საწმისის, რომლის მოსაპოვებლადაც არგონავტები საბერძნეთიდან კოლხეთში ჩამოვიდნენ. ეწვიე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს და დარწმუნდები, რომ ოქროს საწმისის სამშობლო - კოლხეთი რეალურად არსებობდა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ვანი

რას ნახავ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში?

საერთაშორისო სტანდარტების ეს მუზეუმი იმერეთში, ქუთაისიდან 26 კმ-ში, უძველეს ქალაქ ვანში მდებარეობს. კოლხური ოქრომჭედლობის შედევრები, ვერცხლისა და ბრინჯაოს განსაკუთრებული ნივთები, კერამიკისა და ნუმიზმატიკის ნიმუშები, რომლებიც მუზეუმშია წარმოდგენილი, ვანის ნაქალაქარის რვასაუკუნოვან ისტორიას აღწერს, რკინის ხანიდან  ელინისტური ეპოქის ჩათვლით. 

ყველაზე ადრეული ნივთები ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ნიმუშებია, კოლხი ქალის ცნობილი სამარხი კი, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ოქროს ნივთებია აღმოჩენილი, ძვ.წ. VI-IV საუკუნეებს განეკუთვნება. ძვ.წ. III-I საუკუნეებში ვანი უკვე სატაძრო ქალაქი იყო, რასაც ადასტურებს ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპები, ჭრაქი - მოცეკვავე ეროტების ფიგურებით, სხვადასხვა ბერძნული ღვთაების გამოსახულება და სხვა.

ვანის არქიტექტურული მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა გამარჯვების ქალღმერთ ნიკეას ქანდაკება (ძვ.წ. II-I სს.), რომელიც, სხვა ექსპონატებთან ერთად, მსოფლიოს საგანძურადაა აღიარებული და არაერთი ქვეყნის წამყვან მუზეუმებში გამოიფინა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა