KA

ზიპლაინი ჩაქვში - მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ

დაბა ჩაქვი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საქართველოს ამ ლამაზ კურორტზე ერთიანდება შავი ზღვის სანაპირო და აჭარის მთათა სისტემა.
რეგიონი
აჭარა
სოფელი
ჩაქვი

მარშრუტი

ჩაქვის ზიპლაინი, სოფელ ჩაქვში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი. საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 900 მ-ზეა, საიდანაც 220-მეტრიანი ბაგირია გაჭიმული. 

დაშვებისთვის საჭიროა 20-30 წამი. ადგილზე ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით მიხვალ. 

სეზონი

ჩაქვის ზიპლაინით დაშვება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის პირობას ადგილზე არსებული რბილი და ნოტიო ჰავა ქმნის. 

უსაფრთხოება

ჩაქვის ზიპლაინი თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებითაა მოწყობილი. ადგილზე მუშაობენ გამოცდილი ინსტრუქტორები. 

რა არის საჭირო ზიპლაინით დასაშვებად?

არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 130 კგ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა