KA
Tbilisi Ashkenazi Synagogue

თბილისის აშკენაზების სინაგოგა

თბილისის გული, ყველაზე მოფუსფუსე ტურისტული ცენტრი, კოტე აფხაზის ქუჩა ქართული ტოლერანტულობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. სწორედ აქ შეხვდები აშკენაზების სინაგოგას, რომელიც ძველი თბილისური სახლებით გარშემორტყმულ ეზოში დგას. მას სხვაგვარად ბეით რახელს, აშქენაზების ბეით ქსენეთს უწოდებენ და მისი ისტორია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სინაგოგის ისტორია და არქიტექტურა

აშკენაზების სინაგოგა თავდაპირველად 1910 წელს ირანიდან და ქურთისტანიდან შემოსული ებრაელებისთვის აიგო, საბჭოთა პერიოდში კი, როცა ისინი ქვეყნიდან გადაასახლეს, შენობა აშკენაზი ებრაელების ხელში გადავიდა.

სინაგოგა სალოცავი და სადღესასწაულო დარბაზებისგან შედგება, აგრეთვე, საქალებო აივნისაგან, სადაც ქალები ლოცულობენ. მას ფერადი ვიტრაჟებიც ამშვენებს.

რელიგიური მსახურება

სინაგოგა დღეს აქტიურად ფუნქციონირებს. აქ შეგიძლია ებრაული დღესასწაულები აღნიშნო, ლოცვასა და რიტუალურ ტრაპეზებს დაესწრო ან უბრალოდ სიმშვიდეში დაყო ცოტა ხანი და ქაშერული ჭაჭაც კი შეიძინო.

საინტერესო ფაქტი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X-XI საუკუნეების ებრაული ხელნაწერი, ე.წ. „ლაილაშის თორა“ ინახება, რომელსაც მეცნიერები შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ.

ლა­ი­ლაშ­ი ლეჩხუმის სოფელია, სადაც  ებ­რა­უ­ლი და­სახ­ლე­ბა იყო და სწორედ მათ სი­ნა­გო­გა­ში ინა­ხე­ბო­და ეს წიგ­ნი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა