KA
Great Synagogue

თბილისის დიდი სინაგოგა

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესია - ისტორიული წყაროების თანახმად, ებრაელები თბილისში ქალაქის დაარსებისთანავე დასახლდნენ. ებრაული დიასპორა ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი დასახლების სიახლოვეს სინაგოგა აეშენებინა და თბილისის შემთხვევაშიც ასე მოხდა. დღეს თბილისში ორი მოქმედი სინაგოგაა. აქედან ერთ-ერთი - დიდი (სეფარდების) სინაგოგა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს და 1910 წელს აშენდა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

დიდი სინაგოგის სტრუქტურა

დიდი სინაგოგის წითელი აგურით აგებული ორსართულიანი შენობა, იუდაიზმის ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმისკენ (სამხრეთისკენ) არის მიმართული. 

2009 წელს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგენილი ბეით ქნესეთი (ებრაულად სინაგოგა) სალოცავი და სადღესასწაულო დარბაზებისგან შედგება, აგრეთვე, ტრადიციული საქალებო გალერეა აზარასგან.

სალოცავი დარბაზის ცენტრში მდებარეობს „თება“, სადაც ლოცვის დროს რაბინი დგას, ხოლო შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია თითქმის 150 წლის არონ-ჰაკოდეში - ადგილი, სადაც თორა ინახება.

თბილისის დიდი სინაგოგა ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია - მას ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე მნახველი ჰყავს. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა