ფესტივალზე სხვადასხვა წელს გამოდიოდნენ: ლიტვის კამერული გუნდი „აიდია“, ტალინის კამერული გუნდი „კანორუსი“, ბერლინის კამერული გუნდი „კანტამუს ბერლინი“, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვა.
დაარსებიდან, 2013 წლიდან, ფესტივალმა 60-ზე მეტ პროფესიულ კოლექტივს უმასპინძლა კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასევე, თბილისის სხვა ცნობილ სცენებსა თუ სივრცეებში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფესტივალის შექმნის მიზანი ქართული საგუნდო-საშემსრულებლო საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პროფესიული გუნდების პოპულარიზაციაა.