ბუღდაშენის ტბის ფართობია 0.39 კმ2, მაქსიმალური სიღრმე - 0,85 მ, წყლის ტემპერატურა - 9°C.
ვულკანური წარმოშობის წყალმარჩხი ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ზამთარში ტბა ხუთი თვით იყინება.
ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის მცენარეულობითაა დაფარული, სამხრეთი ნაწილი კი ჭაობისკენ გარდამავალ სტადიაშია.
ბუღდაშენის ტბაზე დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
ტბაში ბინადრობს კალმახი, აღმოსავლური ფრიტა და კარჩხანა;
თევზჭერა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტბებზე 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების - „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად რეგულირდება.