კარწახის ტბის სარკის ფართობია 26,3 კმ², წყალი მლაშეა, მაქსიმალური სიღრმეა 1 მ, ტბა გაუდინარია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყლის დონე მაქსიმუმს ივნისში აღწევს.
დეკემბრიდან მარტის ბოლომდე კარწახის ტბა დაფარულია ყინულით.
კარწახის ტბა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია და გააჩნია კარწახის ჭაობის აღკვეთილის სტატუსი. მახლობლად სოფელი კარწახი მდებარეობს.
კარწახის ტბაში ამჟამად ბინადრობს: კობრი, საზანი, ასევე კარჩხანა და ევროპული ჭაფალა.