KA
Trialeti Lutheran Church

თრიალეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია

საქართველოში ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას ორი საუკუნის ისტორია აქვს. ის დღეს რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს და, დაახლოებით, 1000 წევრს ითვლის.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
წალკა

თრიალეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ისტორია

XIX ს-ის პირველ ნახევარში საქართველოში ჩამოსახლებისთვის გერმანელებს კერძოდ კი ვიურტემბერგელ შვაბებს კონკრეტული მიზეზები ჰქონდათ: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ვითარება და რელიგიური პროტესტის გაძლიერება. 

გერმანელებმა წალკის მუნიციპალიტეტში, დღევანდელი სოფელ თრიალეთის ადგილას 1857 წელს კოლონია ალექსანდერსჰილფი დააარსეს, 1906 წელს კი ეს ეკლესია ააშენეს.

ეკლესია სოფლის მთავარი ქუჩის გზაჯვარედინზეა დგას. კარიბჭე სამხრეთის მხრიდან აქვს. 

ექსტერიერი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ინტერიერის ავთენტიკურობა კი დაკარგულია და ამას თავისი მიზეზი აქვს - 1930-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძრებში წირვა-ლოცვა აკრძალა, რაც ნებისმიერ აღმსარებლობას ეხებოდა. თავად გერმანელი კოლონისტები კი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, სტალინის ბრძანებით, ციმბირსა და შუა აზიაში გადაასახლეს. თრიალეთის ეკლესია ჯერ საწყობად გადააკეთეს, მოგვიანებით კი კლუბად და კინოთეატრად. ეკლესია დღეს არ ფუნქციონირებს.

ნაგებობის მხატვრული, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით, 2016 წელს  თრიალეთის ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ასეთი ძეგლები ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე იმაზე მეტს გიამბობთ, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოებში წაიკითხავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა