KA
Jacob Gogebashvili State Puppet Theatre

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

საქართველოში თოჯინებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველეს ეპოქაში მათ საკულტო-რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ამ ხანიდან იღებს სათავეს ქართული თოჯინების ხელოვნებაც. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წმინდა ნინოს #9-ში მდებარეობს და აქ რამდენიმე გამორჩეული უძველესი თოჯინა ინახება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

თეატრის ისტორია

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 2022 წელს 75-ე სეზონი გახსნა. ამ წლების განმავლობაში აქ 300-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა. 1946 წელს დაარსებულ თეატრში პირველად გაცოცხლდა ქართველი დრამატურგის აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“, რომლის რეჟისორი სერგო ცაგარეიშვილი ქუთაისში თოჯინების თეატრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 

ისტორიულია შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული - ის 1890 წელს აიგო, ხოლო 2020-ში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლა ის განათება-გახმოვანების თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, ასევე - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა თუ საგრიმიოროებით. დღეისთვის ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში 10 თოჯინური სპექტაკლია.   

 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა