KA

ისუნდერის ციხე

ცხენისწყლის შუა ხეობაში კონცხზე აღმართული შუა საუკუნეებში აგებული ისუნდერის ციხის ნანგრევები დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ციხე, ფაქტობრივად, მიუვალია.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

მას ერთი მხრიდან - მდინარე, ხოლო მეორე მხრიდან შვეული კლდეები იცავს. ციხის მესამე მხარეს ტერასულ ბაქნებზე გაშენებული ზღუდეები იფარავდა. სამკუთხა ბაქანს ქმნის გალავანი, რომელიც რელიეფს მიუყვება.  

აღმოსავლეთით რომ მრგვალი კოშკის ნაშთს შეამჩნევ, მის ძირში ერთ დროს წყლის რეზერვუარი ყოფილა. მოშინდისფრო-მოყვითალო ქვები, რითაც ციხეა ნაშენი, კლდის უხეშად დამუშავებული ქვაა. კედლების წყობის სხვადასხვანაირობა მიგანიშნებს, რომ ოდესღაც ციხე საფუძვლიანად შეუკეთებიათ. 

ციხის მახლობლად, მდინარის ნაპირზე ნაპოვნი ბრინჯაოს სამყურიანი ჭურჭელი და ორი სამაჯური დღეს ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.  

ისუნდერის ციხე ლეჩხუმში, ცაგერიდან 20 კილომეტრში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს გაშლილ სოფელ ისუნდერშია. ისტორიულ წყაროებში ეს ადგილი პირველად XVII საუკუნეში მოიხსენიება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა