KA

კაიაკინგი თერგზე

მდინარე თერგზე კაიაკინგის მარშრუტი 2 სექციისგან შედგება. 
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

მდინარის სირთულე

თერგის სექციების სირთულის კატეგორიაა 2-5.

ადგილმდებარეობა

თრუსოს ხეობა, სადაც მარშრუტი გადის, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს. 

მდინარე

თერგი სათავეს იღებს კავკასიონის ზილგახოხის მყინვართან. მდინარის სიგრძეა 623 კმ, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 85 კმ-ია. ჩაედინება კასპიის ზღვაში. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება თრუსოს ხეობის მინერალურ წყლებთან, ზღვის დონიდან 2170 მ-ზე  და სრულდება სოფელ ქვემო ოქროყანასთან, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძე 4 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 170 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (საკმაოდ რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გადასასვლელები);

მეორე სექცია იწყება სოფელ გორისციხესთან, ზღვის დონიდან 1870 მ-ზე  და სრულდება დაბა სტეფანწმინდაში, ზღვის დონიდან 1740 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 9 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 130 მ, სირთულის კატეგორია 2-3 (საშუალო, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო სიჩქარის წყალი, საჭიროებს მანევრირებას).   

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე თერგზე კაიაკინგი შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. 

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია სოფელ კობიდან მაღალი გამავლობის ავტომობილით. სოფელ კობამდე დაბა სტეფანწმინდიდან 20 კმ-ია.

უსაფრთხოება 

კაიაკით მარშრუტებზე დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა