ჩირუხის სექციის სირთულის კატეგორიაა 4-5.
ჩირუხის ხეობა, სადაც მარშრუტი გადის, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. უმაღლესი წერტილი - ზღვის დონიდან 2145 მ.
მდინარე ჩირუხი სათავეს იღებს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2220 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 32 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და წყალქვეშა წყლებით, მარცხენა სანაპიროდან ერთვის აჭარისწყალს.
მარშრუტი იწყება სოფელ გოგინაურში, ზღვის დონიდან 473 მ-ზე და სრულდება შუახევში, 393 მეტრზე;
სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე 80 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები).
მდინარე ჩირუხზე კაიაკინგის თვეებია მარტის ბოლოდან მაისის ჩათვლით და ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ჩათვლით.
ჩირუხის ხეობაში მისვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით. სასტარტო ადგილი, სოფელი გოგინაური, შუახევიდან 15 კმ-ითაა დაშორებული.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.