KA
Kalalish Lake - Blue-eyed Lake

კალალიშ ტობა - ცისფერთვალა ტბა

გულის ფორმის, პატარა, ლურჯი ტბა ისეა „ჩასმული“ ხასხასა ალპურ მდელოში, რთულია დაიჯერო, რომ ნამდვილია. ეს კალალიშ ტობაა, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე, ტბა - დიდი ტობავარჩხილის გვერდით მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ჩხოროწყუ

ზოგადად, ეგრისის ქედის ტბები ცნობილია თავისი სილამაზითა და საინტერესო სალაშქრო მარშრუტებით. სანამ ტბებამდე მიხვალ, გზად ბუნების ყველა საოცარი ქმნილება შეგხვდება: მღვიმეები, მინერალური წყლები, მყინვარული ჩანჩქერები, ხავსიანი მასივები და სხვა.

თუ სამეგრელოში ხარ, ეგრისის ქედის ტბებისკენ და, კერძოდ, კალალიშ ტობისკენ ლაშქრობა შეგიძლია სოფელ მუხურიდან ან კურორტ სქურიდანაც დაიწყო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა