KA
Kakhisi Lake - Hiking Destination in Borjomi Valley

კახისის ტბა - სალაშქრო მიმართულება ბორჯომის ხეობაში

ამ ადგილს გარშემო შეუდარებელი ნაძვნარი აკრავს და აქ მრავლად შეხვდები საპიკნიკე და საბანაკე ადგილებსაც. ეს კახისის ტბაა, რომელიც ბორჯომის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ჭობისხევთან, ზღვის დონიდან 1752 მ-ზე მდებარეობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

კახისის ტბის ბუნება

კახისის ტბა მოლაშქრეებში პოპულარობით სარგებლობს. აქ სალაშქრო პერიოდი გაზაფხულის მიწურულიდან იწყება და ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება. ტბის ფართობი 0,05 კმ²-ია, თავად ტბა კი თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბის წყალი თითქმის გამჭვირვალეა, ამიტომ, თუ კარავს წაიღებ და ღამეს კოცონთან გაატარებ, დილით თბილ წყალში ბანაობასა და ცხენებით გასეირნებასაც შეძლებ, ამ უკანასკნელში ადგილობრივები დაგეხმარებიან. 

ტბასთან ახლოს, 2 კმ-ში, ულამაზესი პატარა დასახლება - დაბაძველია, სადაც მაისიდან ნოემბრამდე რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი ამოდის და სტუმრებს ნატურალური პროდუქტით მასპინძლობს. ირგვლივ სასმელი წყაროებიც დაგხვდება. თუ სურვილი გაქვს, ზაფხულში ამ ტერიტორიაზე მაყვლის, ჟოლოსა და კენკრის დაკრეფას საკუთარი ხელითაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა