KA
Ketrisi Mineral Vaucluse

ქეთერისის მინერალური ვოკლუზი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2120 მეტრზე სოფელი კეტრისი მდებარეობს. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ზედა იურული ასაკის ქანებიდან მძლავრი მინერალური წყაროები გადმოედინება.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

რა არის ქეთერისის მინერალური ვოკლუზი?

ამ ბუნებრივ მინერალურ წყაროებს ჰიდროგეოლოგებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს, რადგან ნარზანის ტიპის  ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყლების ჯგუფს მიეკუთვნება. ქეთერისის წყაროების დებეტი უზარმაზარია - წამში 300-350 ლიტრს იძლევა, დღე-ღამეში კი მოცულობა 25-30 მილიონ ლიტრს აღემატება. 

აქედან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც სოფელ ქეთერისზე გაედინება, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.

ქეთერისის მინერალური ვოკლუზი ბუნების ძეგლად არის გამოცხადებული.

თრუსოს ხეობაში, სოფელ კეტრისიდან 2,8 კმ-ში, მდებარეობს კიდევ ერთი ნახშირორჟანგიანი მინერალური წყარო, რომლის დებეტი დღე-ღამეში  2,5 მლნ ლიტრს აღწევს. აღმავალი წყაროს მიერ ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე  წარმოქმნილია აბანოს მინერალური ტბა, რომელსაც ასევე ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ქეთერისიდან სტეფანწმინდამდე 32 კილომეტრია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა