KA
Church of Archangels in Labechini

ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი

რაჭის მთებში მოქცეულ, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სოფელ ზედა ჭყვიშის მიდამოებში XIII საუკუნის ბაზილიკური ტაძარი - მთავარანგელოზთა ეკლესია დგას.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

წარსულში ამ ადგილას დიდი მონასტერი ყოფილა, ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით შემკული. XIII საუკუნეში მონასტერი მიწისძვრას დაუნგრევია. ძველი, დაზიანებული ტაძრის ადგილზე მონასტრის წინამძღვარს გაბრიელ ლაბეჭინელს დღეს არსებული დარბაზული ტიპის ეკლესია აუგია.  

ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ ლაბეჭინა ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. აქ უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონიათ. მიწისძვრას მონასტრის წიგნსაცავიც დაუზიანებია. ამის მიუხედავად, XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში ინახებოდა ხელით გადაწერილი სახარება და გაბრიელ ლაბეჭინელის წერილი, რომელშიც ტაძრის მშენებლობის შესახებ იყო საუბარი. ტაძარში იყო ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ბეჭდური ხატებიც, რომლებიც XI საუკუნეს მიეკუთვნება. ეს საგანძური ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. 

კარგი წიგნსაცავი და განათლება ლაბეჭინის მონასტრის ბერებს შესაძლებლობას აძლევდა, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო საკითხებშიც დახმარებოდნენ. მაგალითად, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება ესწავლებინათ. ამის შესახებ ისტორიულ წყაროებშია მოთხრობილი.   

ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესიის ირგვლივ, ისევე, როგორც მთელ რაჭაში, მთების, მდინარეებისა და ხეობების ულამაზესი ხედებია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა