KA
Mount Laila (Layla)

ლაილას მთა

თუ ახალ გარემოს, შთაბეჭდილებებსა და განსხვავებულ ემოციებს ეძებ, საქართველოს მაღალმთიან მხარეს - სვანეთს უნდა ეწვიო. გარდა იმისა, რომ აქ კავკასიონის უმთავრეს მწვერვალებს, უდიდეს მყინვარებსა და თვალწარმტაც ხედებს ნახავ, სვანეთი თავისი ტრადიციებით, ხალხით, სამზარეულოთი და კრისტალურად სუფთა ჰაერითაც მოგხიბლავს. სწორედ აქ, მესტიის მუნიციპალიტეტში, ლაილჭალის სათავეში, 4009 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ლაილის მთა, რომელიც სვანეთის ქედის უმაღლესი წერტილია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

როგორ მოხვდები მწვერვალზე?

მარადიულ თოვლსა და ყინულში გახვეული ლაილას ჩრდილოეთ კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია. მწვერვალზე ასასვლელი მარშრუტი სოფელ ტვიბერიდან იწყება. გზაზე უგემრიელესი წყაროები და მწყემსების ქოხები შეგხვდება. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ბილიკი ჩიჟდის უღელტეხილზე (3200 მეტრი) ადის, საიდანაც მწვერვალ უშბის ულამაზესი ხედი იშლება. ლაილას მთა რთულად დასალაშქრავი მარშრუტია, ამიტომ კარგი მომზადება და სერტიფიცირებული გამყოლი დაგჭირდება.

მთა ლაილას ხშირად ლაჰილის სახელითაც მოიხსენიებენ.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა