KA

ლაკბეს წყალსაცავი

კახეთისკენ გომბორის უღელტეხილით მიმავალი გზად სოფელ არაშენდას შეხვდები. სოფლის უნიკალურობას მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. მის მიმდებარედ არსებული ფხოველის ულამაზესი ტყე მდიდარია ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლებითა და მინერალებით სავსე სამკურნალო ტალახით. აქვე, მდინარე ლაკბის მიმდებარედ, ლაკბის წყალსაცავის მონახულებასაც შეძლებ.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
გურჯაანი

80-იან წლებში მდინარის დაგუბება სამელიორაციო მიზნით დაუწყიათ. ამ ცვლილების მთავარი მიზანი შირაქის ველის სარწყავი წყლით მომარაგება იყო. თუმცა წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ახლა ის, როგორც ბუნებრივი ტბა, ისე გამოიყურება. 

ლაკბის წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 22 მეტრს აღწევს. ადრე მასში კობრი და სქელშუბლა გაუშვიათ. ქაშაპი კი ბუნებრივად, მდინარის მეშვეობით მოხვედრილა წყალსაცავის ტერიტორიაზე. ლაკბის წყალსაცავის იქთიოფაუნა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, თუმცა მწვანე ბორცვებს შორის მოქცეული ტბა მარტო სანახავადაც კი საინტერესოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა