მაღალი გამავლობის მანქანით 24 კილომეტრს გაივლი და შემდეგ მოლაშქრეთა ნამდვილი სამოთხე გელოდება. შემდეგი 22 კილომეტრის გავლა უზარმაზარ ბალახებში და ციცაბო კლდეებზე მოგიწევს, თუმცა ამ სირთულეს ის უდიდესი სიამოვნება დააბალანსებს, რომელიც ლაკუმურაშ ტობისა და მისი შემოგარენის ხილვისას გელის.
გზაში მწყემსებსაც შეხვდები, რომლებიც სტუმარმასპინძლობით გამოირჩევიან. შეგიძლია მათგან ყველი და სხვა პროდუქტები გაიყოლო - მათაც გაახარებ და შენც უგემრიელეს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს დააგემოვნებ.
ბილიკის ბოლო აკორდია კლდოვანი, დამღლელი აღმართია, თუმცა ასცდები თუ არა, დაღლა ისევ დაგავიწყდება - ეს ნამდვილი მისტიკაა. ტბის ნაპირზე დაბანაკებასაც შეძლებ და ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, რომ თითქოს მთელი სამყარო შენს ხელისგულზეა მოქცეული.
გაითვალისწინე: გამოცდილი გიდის გარეშე ტბაზე წასვლა რეკომენდებული არ არის.