KA
Lopota Lake Resort

ლოპოტა სპა რეზორტი

დასასვენებელი კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ კავკასიონის მთებითაა გარშემორტყმული და ულამაზესი ლოპოტის ტბის ირგვლივ 60 ჰა-ზეა გაშენებული.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

რას გთავაზობს „ლოპოტა სპა რეზორტი“?

ლოპოტა კახეთის მხარეში მდებარეობს და ქალაქ თელავის ცენტრიდან 23 კმ-ით არის დაშორებული.

ეს ადგილი იდეალურია ინდივიდუალური და რომანტიკული დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის.  

დასასვენებელი კომპლექსის უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებულია: მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯები პრემიუმ ხარისხის სერვისით, ღია და დახურული აუზები, საუნა და ჯაკუზი, ფიტნესცენტრი, რესტორნები ქართული და ევროპული კერძებით, ღია ბუნგალოები და ბარები, კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები, სათევზაო სივრცე და საჯინიბო, ლოპოტის ტყის სპა, მეღვინეობა „შატო ბუერა“.

„რეზორტი“ სტუმრებს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა