KA
Machakhela National Park

მაჭახელას ეროვნული პარკი

ბათუმის პლაჟიდან საოცარი ხედებით ტკბობისას შენს ყურადღებას ხასხასა მწვანე ტყეებით დაფარული უზარმაზარი მთები აუცილებლად მიიპყრობს. სწორედ აქ მდებარეობს მაჭახელას ეროვნული პარკი – ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნამდვილი საგანძური და ეს სანახაობა ბათუმიდან, სულ რაღაც, 20 კილომეტრშია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

რას ნახავ მაჭახელას ეროვნულ პარკში?

ჩხუტუნეთის ჩანჩქერი, ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გვარას ციხე საოცარი ხედებით, მაჭახელას თოფის ძეგლი, დაკიდებული ხიდები, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბუნკერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი, კარიმანას ჩანჩქერი და კიდევ უამრავი უნიკალური ადგილი გასაოცარ თავგადასავალს გპირდება.

როგორ მიხვალ პარკამდე?

მაჭახელას ეროვნულ პარკამდე მისვლა ბათუმიდან მიკროავტობუსით, ტაქსით ან მანქანით შეგიძლია. აქაურობა წლის ნებისმიერ დროს მოგხიბლავს, თუმცა, თუ ამ ადგილას ოქტომბერში იმოგზაურებ, სახალხო ზეიმი „მაჭახელობა“ დაგხვდება, რაც უამრავ საინტერესო სანახაობას მოიცავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა