მემულის ტბები ზღვის დონიდან 2760 და 2905 მეტრ სიმაღლეებზე მდებარეობს და იქამდე ასვლა რთულია. როცა ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ ციცაბო აღმართებისა და დაღმართების გადალახვა მოგიწევს და ტბებამდე მისასვლელად შესაძლოა ყინულზე სიარულიც დაგჭირდეს.
ზემოთ აღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, სათანადოდ უნდა მოემზადო და შესაბამისად უნდა ჩაიცვა, თუმცა ამ წინააღმდეგობების გადალახვა ნამდვილად ღირს, რადგან გზის ბოლოს სამი ულამაზესი ტბა გელის. რეკომენდებულია რომ დაიქირაოთ გამოცდილი გიდი, რათა თქვენი მოგზაურობა მეტად უსაფრთხო და სასიამოვნო გახდეს.
პირველი ტბა შედარებით პატარაა, მეორე - უფრო დიდი, მესამე კი - საშუალო ზომის, თუმცა მათი ნაპირებიდან სამყარო მართლაც რომ ხელისგულივით მოჩანს.