KA
Mirveti Waterfall

მირვეთის ჩანჩქერი

რა განიჭებს ბედნიერებას? რა თქმა უნდა, ოჯახი, სამეგობრო, სასიამოვნო სამსახური, კარგი წიგნი, საინტერესო ფილმი, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება და ბუნებაში დასვენება. ბედნიერება ორმაგდება, როდესაც შენ გარშემო ბუნება ულამაზესია, მირვეთის ჩანჩქერი კი სწორედ ასეთ განუმეორებელ გამოცდილებას გთავაზობს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

სად მდებარეობს მირვეთის ჩანჩქერი?

მირვეთის ჩანჩქერი აჭარაში, ბათუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭოროხის ხევში, ზღვის დონიდან 60 მეტრზე მდებარეობს. წყალი სოფელ მირვეთში კლდეებს შორის 20 მეტრის სიმაღლიდან მოჩქეფს და ხმაურობს. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებულ ტყეში ჩანჩქერთან მისასვლელიც უნიკალურია - წყლის ველურ სტიქიასთან წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის ხეივანს მივყავართ. 

მირვეთში, ჩანჩქერის გარდა, XIII საუკუნის თაღოვანი ხიდი და მშვენიერი საპიკნიკე ადგილებია, სადაც დროის კარგად გატარება შეიძლება. მირვეთის ტერიტორიაზე გამართულ კაფესა თუ რესტორანში კი ადგილობრივების მიერ დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსა და ტრადიციულ აჭარულ კერძებსაც დააგემოვნებ. აქვე შეძლებ მდინარე ჭოროხზე ნავით გასეირნებას.

არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა - მოინახულე მირვეთის ჩანჩქერი და შენი ცხოვრების ბედნიერი წუთების  ჩამონათვალში ეს დეტალიც შეიტანე.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა