KA
Mikheil Tumanishvili Film Actors Theatre

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი

დღეს საქართველოში ბევრ თეატრს აღარ აქვს ფარდა, მაყურებელსა და მსახიობებს შორის ზღვარს აღარ ავლებს ეს დეკორაცია… ასე ვთქვათ, ხელოვნებას ფარდა აეხადა, ჰეროიზმი რეალობამ ჩაანაცვლა და ეს 1978 წელს ამ თეატრიდან დაიწყო, რომელიც ექსპერიმენტული თეატრ-სტუდიის სახით ქართველმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა (1921-1996) დააარსა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რით არის გამორჩეული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი?

შენობაში შესვლამდე თუმანიშვილის ძეგლს ჩაუვლი, რომლის კომპოზიციაც ისეთივე განსხვავებული და გამორჩეულია, როგორი განსხვავებული და გამორჩეულიცაა ამ რეჟისორის ხელწერა ქართულ თეატრალურ სამყაროში.  

თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს, რომლის ძირითად ბირთვს თავად მიხეილ თუმანიშვილის მიერ აღზრდილი მსახიობები შეადგენენ.

კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში ქართველი და უცხოელი, კლასიკოსი და თანამედროვე ავტორების პიესების მიხედვით დადგმული 35 სპექტაკლია. მათ შორის: ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანა“, უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“, რასმუს ლინდბერგის „უდღეური დღეობა“, რეზო გაბრიაძისა და თორნტონ უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“ და იან ტაატეს „ხომ არ აფრენ“.     

კინომსახიობთა თეატრს მცირე დარბაზიც აქვს, სადაც თეატრალურ ექსპერიმენტებსა და სტუდიურ სამუშაოებს ეთმობა სცენა.

გარდა ამისა, თეატრში ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე და არტკაფე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა