KA
Historical Monuments of Mtskheta

მცხეთის ისტორიული ძეგლები

მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს მდიდარი წარსულითა და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებსაც იუნესკო იცავს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

არმაზციხე - იბერიის მეფეთა საბრძანებელი

აქ ანტიკური ხანიდან ცხოვრების მაღალ დონეზე მეტყველებს სამხრეთ ნაწილში მდებარე არმაზციხე (ძვ.წ. IV-ახ.წ. VIII სს), სადაც იდგა მეფის სასახლე, ტაძარი, მარანი და დამხმარე ნაგებობები.

საქართველოს ისტორიაში მცხეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრისტიანული მისიით არის განპირობებული.

არმაზციხიდან ხელისგულზე მოჩანს მცხეთის ეკლესიები, მათ შორის, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლები: 

ჯვრის მონასტერი

VI საუკუნის მცხეთის ჯვრის მონასტერი უნიკალური ტაძარია, რომელიც მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მთის წვერზე მდებარეობს. IV საუკუნეში წმინდა ნინოს სწორედ  აქ აღუმართავს ხის ჯვარი. VI საუკუნეში კი ჯვრის ადგილზე ეს დიდი ტაძარი აშენდა, რომელმაც საქართველოში „ჯვრის ტიპის“ ტაძრების მშენებლობას დაუდო სათავე.

სვეტიცხოველი

მცხეთის სვეტიცხოველი უდიდესი საკათედრო ტაძარია, სადაც უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამია დაკრძალული. 

სამთავროს მონასტერი

მცხეთის სამთავროს მონასტერი XI საუკუნის პირველ ნახევარში აგებული საეპისკოპოსო ტაძარია. ამ მონასტერში დაკრძალულნი არიან საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III და პირველი ქრისტიანი დედოფალი ნანა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა