KA
Nekresi Fire Temple

ნეკრესის ცეცხლის ტაძარი

უძველესი ცივილიზაციების პერიოდში საქართველოში ასტროლოგიაც იცოდნენ - ამას ადასტურებს „ცეცხლის ტაძარი“, იგივე „დიდი კვადრატი“, როგორც მას მკვლევრები უწოდებენ.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

ტაძრის ისტორია და არქიტექტურა

ეს იდუმალი ასტროლოგიური ცენტრი კახეთში, მეღვინეობით განთქმულ ულამაზეს სოფელ შილდასთან მდებარეობს.

„ცეცხლის ტაძარი“ ანტიკური ხანის სატაძრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. ძეგლი ადგილობრივმა ფერმერებმა რამდენიმე ათეული წლის წინათ მიწის დამუშავებისას შემთხვევით აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა ნაქალაქარზე გათხრები 1997 წელს დაასრულეს. 

თავად ცეცხლის ტაძარი კვადრატული ფორმის ყოფილა და მისი თითოეული გვერდის სიგრძე 50 მეტრია. 

შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე, არქეოლოგები თანხმდებიან, რომ „ცეცხლის ტაძარი“ ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად იყო შექმნილი და აქ ასტროლოგიასაც ასწავლიდნენ.

ტაძარი, სავარაუდოდ, II საუკუნეშია აგებული და, არქეოლოგების დასკვნის თანახმად, დაახლოებით IV საუკუნეში ქრისტიანებმა დაანგრიეს, როგორც წარმართული ნაგებობა.

„ცეცხლის ტაძართან“ 10 წუთის სავალზეა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. აქ თავმოყრილია IV-XVIII საუკუნეებში აშენებული ეკლესიები, ბაზილიკა,  მარანი, კოშკი და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები. მათგან თითოეულს თავისი ისტორია და კულტურული ღირებულება აქვს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა